|
კანადის კვებეკის პროვინციის შერჩევის პროგრამა
იმიგრაციის წინასწარი შეფასება
იმიგრაციის წინასწარი შეფასება გაძლევთ საშუალებას მიიღოთ შეფასებითი დასკვნა თქვენი შერჩევის ალბათობის თაობაზე კანადის კვებეკის პროვინციის მიერ.
კვებეკში იმირაციის და დასაქმების მსურველებს (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) შეუძლიათ გაიარონ იმიგრაციის წინასწარი შეფასება.
შეფასებითი დასკვნა გაგიადვილებთ საიმიგრაციო პროცესის დაწყების გადაწყვეტილების მიღებას.
იმიგრაციის წინასწარი შეფასებისთვის შეავსეთ თქვენი მონაცემები. თქვენ მიიღებთ საინფორმაციო კითხვარს ელ. ფოსტის ან ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. კითხვარის შევსების შემდეგ, გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, თქვენ მიიღებთ იმიგრაციის წინასწარ შეფასებას. ჩვენი მომსახურების საფასურია 20 ლარი.
|
|