|
განაცსადის შევსება
განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის სიზუსტეს. თუ აღებული გაქვთ საზღვარეთის პასპორტი, გვარი და სახელი სასურველია შეავსოთ ინგლისურად პასპორტის მიხედვით.
ონლაინ განცხადის შემთხვევაში აუცილებელია განმცხადებლის და განცხადში მითითებული ოჯახის წევრების ფოტო სურათები
შემდეგი პარამეტრებით: ნეიტრალური, ღია ფერის ფონზე გადაღებული საბუთის სურათი საყურეების და თავსაბურავის გარეშე (არაბიომეტრიული უნდა ჩანდეს მხრებიც და თავი უნდა შეადგენდეს სურათის 50%) მისაღები ზომაა 5სმ X 5სმ (600X 600 პიქსელი). სასურველია ატვირთვამდე სურათებს შეუცვალოთ დასახელება გვარის და სახელის მიხედვით.
განაცხადის დროული რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ სურათები ნიმუშების მიხედვით!
განაცხადში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის მეუღლისა და იმ ბიოლოგიური და აყვანილი შვილებისა და გერების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, რომლებიც არ არიან დაქორწინებულები და რომელთა ასაკიც 21 წელს არ აღემატება (იმ შვილების გარდა, რომლებიც არიან აშშ მოქალაქეები ან აშშ მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ), იმ შემთხვევაშიც კი, თუ განმცხადებელი შვილის მეორე მშობელთან ოფიციალურად აღარ იმყოფება ქორწინებაში, ან თუ მისი მეუღლე ან შვილი აღარ ცხოვრობს მასთან ერთად და/ან არ აპირებს მასთან ერთად ემიგრაციას.
|
|